5 °C თბილისი, საქართველო | 2019-03-24  
04:28:23

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით გაზრდილია

By: Admin
2019-03-13 12:53:46
204

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 505.0 მილიონი აშშ დოლარი იყო (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მილიონი აშშ დოლარი (0.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სალდოს მდგომარეობას 2014-2019 წლებში.