6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:17:55

დავითაშვილი: ახალი საწარმოების შექმნამ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება გაზარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა.

მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია 900-ზე მეტი მოქმედი და 188 ახალი საწარმო, გაშენებულია 6,347 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 34 მილიონ ლარს აღწევს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 960 ჰა-მდე ჩაის პლანტაციას; პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობას კოოპერატივები შეადგენენ.  

 „2013 წლიდან დღემდე, 34 000-ზე მეტი სესხია გაცემული და პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს. ყოველივე ზემოაღნიშნულმა,  განაპირობა ის, რომ პროექტის იმ ბენეფიციარების მიერ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან გადასახადის გადამხდელად და ასეთი დაახლოებით 13,000 -ია, 2013-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვთ 620 მილიონ ლარზე მეტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში, აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 215 მლნ ლარით (6.3%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 „სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 42%-ია დასაქმებული. ამ დარგშია არის მემკვიდრეობით მიღებული პრობლემები და არის დიდი გამოწვევები. თუმცა, ბოლო წლებში ჩვენს გავქვს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა 41%-ით არის გაზრდილი“ - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, 4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2017 წელს დაფიქსირებული შემცირების შემდეგ. გაზრდილია, როგორც მემცენარეობის, ასევე მეცხოველეობის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას, 2018 წლის 3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდა ძირითადად განაპირობა ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების წარმოების მაღალმა მაჩვენებელმა, რაც შესაბამისად 33.1 (13.0%) და 69.0 (29.1%) მლნ ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წელს ექსპორტირებული იყო 778.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია)

2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 337.2 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა და 6.8 მლრდ ლარს მიაღწია.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში, ბიზნეს სექტორში, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით (31 მლნ ლარი) გაიზარდა.

2017 წელს, ბიზნეს სექტორის გამოშვების წილმა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მთლიან გამოშვებაში 11% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით აღემატება 2016 წლის და 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც სოფლის მეურნეობით ბიზნესის მზარდ დაინტერესებაზე მიუთითებს.

 

 

 

(NS)