6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
13:06:47

გიორგი ქობულია: ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოვემსახურებით

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ინვესტორებს სამინისტროში „ერთი ფანჯრის პრინციპით" მოემსახურებიან.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უფრო ნაკლებად ბიუროკრატიულ და გამარტივებულ ურთიერთობაზე ბიზნესსა და სამინისტროებს შორის, რაზეც ასევე ვმუშაობთ. მათ რიცხვში ვგეგმავთ ინვესტორთან „ერთი ფანჯრის პრინციპის" ამოქმედებაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები თავად მოუგვარებენ ინვესტორებს ყველა საკითხს სხვადასხვა სამინისტროებში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.