24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-26  
02:06:20

​USAID-ის წარმომადგენელი TBC-ზე: ამან შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით ინვესტორების ხედვაზე გავლენა იქონიოს

By: Admin
2019-03-01 12:41:23
204

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვთარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესებმა შესაძლოა ინვესტორების გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიონ.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, USAID-ი ინვესტიციას არ დებს ამ პროექტში, ამიტომ არ ვისაუბრებ პორტთან დაკავშირებულ საქმეზე. მაგრამ ვიტყვი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის ნამდვილად ძალიან ძლიერი პარტნიორი, რომელიც იზიარებს ჩვენს ინტერესებს ამ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ღიად განაცხადა, რომ მსოფლიო თვალს ადევნებს თიბისის საქმეს და რა მოხდება ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოსთან დაკავშირებით ინვესტორების ხედვაზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს სანდო, უსაფრთხო პარტნიორი ინვესტირებისთვის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რაც მოხდება მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ამან შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ინვესტორების სურვილზე სამომავლო ინვესტიციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.