25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-18  
22:40:20

დოლარი 2.6770 ლარი ღირს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6770 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6751 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0427 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.