35 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
16:14:23

ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას,  ვეტერანებსა  და მათი ოჯახის წევრებს უკვე შეუძლიათ  50%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებს და ავღანეთის  ომის  მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

 

 

 

(R)