24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-26  
02:07:36

ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6487 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6506 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0187 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0270 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.