12 °C თბილისი, საქართველო | 2019-03-21  
13:30:18

მაჭავარიანი: 15 იანვრამდე, „ქართუს" კარი ღიაა ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი პირობებს აკმაყოფილებს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს" კარი ღიაა ყველა იმ  საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობის კომენტირებისას.  

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.

„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა,ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს" კარი ღიაა ყველა იმ  საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.