25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:14:28

ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული

By: Admin
2018-12-31 15:14:01
204

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პროცესი გრძელდება და პარალელურად სახელმწიფო სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებს, რათა ჩაერთონ ისინი ვალების განულების პროგრამაში.

 „პროექტი  უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.