12 °C თბილისი, საქართველო | 2019-03-21  
13:31:59

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, ევროსთან კი, ისევ გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6627 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა  2.6617 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ, 3.0333 იქნება, ხოლო დღემდე, მისი ფასი 3.0354 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.