13 °C თბილისი, საქართველო | 2019-03-21  
14:14:08

ქობულია: რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს და სიღარიბის დაძლევის ბევრად მაღალი ტემპები გვჭირდება

By: Admin
2018-12-25 17:22:51
204

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკით, 2013 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ათი პროცენტით შემცირდა, ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევად და ნომერ პირველ პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა რჩება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სიღარიბესთან ბრძოლა არის ის პარამეტრი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ხალხს უჭირს, რადგან გვაქვს ჯერ კიდევ სიღარიბის 20 პროცენტიანი მაჩვენებელი და ეს უნდა დავძლიოთ. სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და გვჭირდება მისი დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპები“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებისა და  სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას მართავს.