8 °C თბილისი, საქართველო | 2019-01-24  
17:07:50

გიორგი ქობულია: ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად [ვიდეო]

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მომავალი წლების განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივი სამ პროცენტი იქნება.

მისევე თქმით,  ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს არ სცილდება.

"ჩვენს გვაქვს ჩვენი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვამტკიცებთ მიზნობრივ ინფლაციას. ჩვენ ყოველთვის ვართ მიზნობრივ ინფლაციის დონეზე ან მის ქვემოთ. 2018 წელს 2,7 პროცენტია მიზნობრივი ინფლაცია და ჩვენ ვართ მიახლოებით ამ დონეზე, უფრო დაბლა 2,5 პროცენტზეც კი. ყველამ ვიცით 2017 წელს ინფლაცია იყო მაღალი, იმიტომ რომ ეს იყო ერთჯერადი ეფექტი იმ აქციზებისა, რომელიც ჩვენ ავწიეთ ალკოჰოლზე, სიგარეტზე და საწვავზე. ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად. ჩვენ ვთვლით, რომ ინფლაცია იქნება მიზნობრივი სამი პროცენტი მომავალი წლების განმავლობაში," განაცხადა ქობულიამ