24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:02:06

ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 1 045.0 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

By: Admin
2018-12-12 19:33:46
204

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს 61 მლნ ლარით იზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად.

მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს სამედიცინო მომსახურებას.

C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია - 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.