25 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-19  
10:58:23

ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა.

შეხვედრის  დროს საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმასა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების თაობაზე.

აღინიშნა, რომ დასრულდა ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის სამართლებრივი გარემოს შემუშავებასა და დანერგვაზე და სხვ. ითქვა, რომ აღნიშნული ნორმატიული ბაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ ენერგობაზარზე საერთაშორისო ბიზნეს-წესების დამკვიდრებას და ახალი ინვესტიციების შემოდინებას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ევროპულ ნორმებსა და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმები და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.