24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:19:12

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 230 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.200 პროცენტით, მაქსიმალური 7.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.253 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.