34 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
15:22:20

მაისში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 37.6 მილიონი ლარით გაიზარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 37.6 მილიონი ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით) და 29.7  მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.