ვალუტის კურსი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია.
უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის პირველ 11 თვეში 3 547 553 მგზავრს მოემსახურა (21%-იანი ზრდა), ქუთაისის აეროპორტი - 560 254 მგზავრს (47%-იანი ზრდა), ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი, 580 370 მგზავრს (20%-იანი ზრდა).