4 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-17  
07:06:42

კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: „ფორვარდერი“ და „ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ

By: Admin
2018-11-19 12:47:53
204

როგორ მოქმედებს ფულის ,,ახევის“ ახალი ქართულ-ამერიკული სქემა კავკასიელი კლიენტებისთვის

 

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ქართული ბიზნესისთვის ფინანსური პირამიდები არცთუ უცხო ხილი იყო, რომლის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დიდი ნაწილი დღემდე სასმართლო-სასამართლო დადის და სამართალი ვერ უპოვიათ. ასეთ ფინანსურ პირამიდას აგებდა ქართული კომპანია ,,ფორვარდერი“ ამერიკულ-რუსულ კომპანია ,,ატლანტიკ ექსპრესთან“ ერთად კავკასიურ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მალე, რამდენიმე თვეში  ჩამოიშალა, თუმცა მოასწრო და სოლიდურად დააზარალა არა მხოლოდ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი დილერებიც.

 

,,ფორვარდერის“ მომხმარებლებისთვის“ საავდრო ღრუბლები მაშინ  შეიყარა, რაც კომპანიაში ავტომობილის შესაძენი თანხების გადარიცხვის შემდეგ, დათქმულზე კარგა მეტი დრო გავიდა და ნაყიდი მანქანები მეპატრონეებს არა და არ ჩაბარდათ. ,,ფორვარდერის“ კლიენტებს, რომლებიც ქართულ პორტებში შემოსული ავტომანქანების მოლოდინში დღე-დღეზე იყვნენ, მათთვის სრულიად უცხო კომპანია ,,ატლანტიკ ექსპრესი“ უკავშირდებოდა და ავტომობილის ღირებულების 10%-ს დამატებით გადახდას სთხოვდა. გაკვირვებულ კლიენტებს ტელეფონით იმასაც ატყობინებენ, რომ თუ ამ თანხის გადახდას მფლობელები ან არ ვერ შეძლებენ, მათი მანქანა დაუყოვნებლივ გაიყიდებოდა და უკვე გადახდილი თანხაც  უკვალოდ დაეკარგებოდათ.

 

ის ვინც იკითხავდა, რაში და ვის უხდიდნენ დამატებით თანხებს, რომელზეც საუბარი არც ხელშეკრულებაში ყოფილა გათვალისწინებული და არც კერძო საუბარში, ,,ატლანტიკ ექსპრესი“ მოკლედ პასუხობდა, რომ ქართულ ,,ფორვარდერს“ ამერიკული ,,ატლანტიკ ექსპრესის“  დავალიანება ჰქონდა, ამავდროულად, „ფორვარდერი“ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, ეს ყველაფერი უკვე წინასწარ შეთანხმებულ სქემას წააგავდა.

 

დღემდე რამდენი კლიენტი დააზარალეს ამ კომპანიებმა, ზუსტად არავინ იცის. ,,ფორვარდერის“ ისტორია ქართულ საავტომობილო ბაზარზე ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო. მისი ოფიციალური ვებ-გვერდი დაინტერესებულ, პოტენციურ კლიენტებს დღემდე ატყობინებს, რომ: „კომპანია ,,ფორვარდერმა, 2012 წლიდან დღემდე,  არაერთხელ ასახელა საკუთარი ქვეყანა საერთაშორისობიზნეს მასშტაბითმისი შედეგებია: კომპეტენტურობაკორექტულობა და კეთილი ნება,„რთულ“კლიენტებთან მუშაობის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათი მაქსიმალურად წარმატებითმოგვარების უნარი“  - ამ ჯილდოების წარმომავლობაც ნათელია, მათი „მიღება“ რამოდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდაა შესაძლებელი.

 

კონფლიქტების თავიდან აცილების რა მოგახსენოთ, კონფლიქტების დაგროვება კი  6 წლის კომპანიაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,  რაც იაპონური მანქანების იმპორტი, როგორც მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისა, ქართულმა  კანონმდებლობამ შეზღუდა და ,,ფორვარდერმა“, გადარჩენის მიზნით, ბიზნესი ამერიკაში გადაიტანა. ,,შესაძლებლობათა ქვეყანაში“,  ღია ბაზარზე საკუთარი ფასითა და რიგი პროდუქტებით შესულ კომპანიას გაუჭირდა.  ,,ფორვარდერს“ არც ის ინფრასტრუქტურა გააჩნდა, რომელიც ამერიკიდან  საქართველოში მანქანების ჩამოსაყვანად იყო აუცილებელი. ამიტომ, ქართული კომპანია - „ატლანტიკ ექსპრესს“ გაურიგდა.

 

ამერიკიდან იმპორტის ბაზარზე კონკურენცია გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. იაპონური ბაზრისგან განსხვავებით, აქ ,,ფორვარდერი“ ექსკლუზირუი ბენეფიტებით ვერ სარგებლობდა. ამიტომაც, მოუწია კავკასიურ ბაზარზე კლიენტებისთვის არარიზონულად დაბალი ტარიფის შეთავაზება, რამაც მას მომავალში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნიდა. გათვლა მარტივი იყო: ,,ფორვარდერის“ შეთავაზება კლიენტისთვის იმდენად მომგებიანი იყო და ფასი იმდენად დემპინგური, რომ დამკვეთები სხვა კომპანიებიდანაც მოეზიდათ და ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა აეგოთ: მეტია კლიენტი, მეტია შემოსავალი, მართლია ტარიფი არაგონივრულად დაბალი იყო და ის ვერ ფარავდა მომსახურების თვითღირებულებას. მართალია ,,ფორვარდერის“ ასეთი არასწორი ეკონომიკური გათვლებით ქართულ ბაზარზე ბევრ პატიოსან სატრანსპორტო ფირმას შეექმნა პრობლემა, მაგრამ ფორვარდერის მიზანი ძალზე მოკლევადიანი იყო: ,,გავქაჩვთ“ მანამ, სანამ ,,გავქაჩვთ“!

 

და დადგა დღე, როდესაც ,,ვეღარ გაქაჩეს.“

 

პირველ ეტაპზე, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა „ატლანტიკ ექსპრესი“ საქართველოში ავტომობილებს გზავნიდა, ტრასპორტირების ღირებულებას კი საზღვაო ხაზებს მხოლოდ მაშინ უხდიდა, როცა მანქანები საქართველოს პორტებში შემოვიდოდნენ.

 

როგორც ჩანს, გაუთვალისწინებელი ხარჯები იმაზე მეტი დაგროვდა, რომლის გადახის საშუალებასაც ამ კოალიციას გააჩნდა. არასწორმა ფინანსურმა მენეჯმენტმა კომპანიები აიძულა ერთი მანქანის ტრანსპორტირების თანხა (რომელიც წინასწარვე ჰქონდა დახარჯული) სხვა ავტომობილის  თანხით გადაეფარა.  ვალები დღითი დღე გროვდებოდა... მალე კომპანია ფინანსური კრახის პირისპირ აღმოჩნდა.

 

„ატლანტიკ ექსპრესი“ მიხვდა, რომ საზღვაო ხაზებს ვალს ვერ უხდიდა, ამიტომ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი დაახლოებით 500 ავტომობილი ქართულ პორტებში გააჩერა და კლიენტებს აღარ გაატანა. ავტომობილთა კლიენტები კი ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ფიზიკური პირები და დილერები იყვნენ, რომლებსაც თანხა კომპანიისთვის  ბოლო კაპიკამდე ჰქონდათ გადახდილი. ,,ატლანტიკ ექსპრესი“ მალე იმასაც მიხვდა, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით, აღნიშნულ თანხებს ვერ შეაგროვებდა ამიტომაც, გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ,,ატლანტიკ ექსპრესმა“, კანონის გვერდის ავლით და კლიენტთა დაზარალებით, ,,ფორვარდერთან საიდუმლო გარიგება დადო, რომლის მიზანი შეჭმული თანხების კლიენტებისგან ამოღება და ამ გზით დანაკლისის დაფარვა იყო. ამასობაში ,,ფორვარდერმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ და ოფისი დაკეტა, მალე, ქართულ-ამერიკული კომპანიების მაქინაციური გეგმა ამოქმედდა, რომლის შედეგებიც, საკუთარ ტყავზე, მწარედ იგემეს ,,ფორვარდერის“ და „ატლანტიკის“ კლიენტებმა.

 

როგორც აღმოჩნდა, პორტში მისულ კეთილსინდისიერ მყიდველებს ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დამატებით დიდ თანხებს სთხოვდა (500 – 3000 დოლარიდან ზემოთ, მანქანის მათ მიერვე განსაზღვრული ღირებულებიდან გამომდინარე). იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მფლობელი ,,შეწერილ“ თანხას არ ან ვერ იხდიდა, რუსულ-ამერიკული კომპანია Atlantic Express-ი ასეთ ავტომობილებს ხელმეორედ ყიდდა, თაღლითურად ამოღებული თანხებით კი კომპანიის დაგროვილ ვალებს იხდიდა.

 

იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც მთლიანი თანხის დაკარგვის შიშით,  სოლიდური თანხები გადაიხადეს, საკამოდ დიდია. თუ მანქანის შესაძენი ღირებულება 8 000 -10 000 დოლარს აჭარბებდა, შემძენი, იძულების წესით, კიდევ დაახლოებით 2 000 დოლარს იხდიდა, რომ ამერიკიდან გამოგზავნილი, ქართულ პორტში ,,დაპატიმრებული“ მანქანა, ბოლოს და ბოლოს, სახლში წაეყვანა. ,,ფორვარდერის“ კლიენტთა დიდ უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ ქართული და ამერიკული რუსული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ კეთილსინდისიერ შემძენთა ხარჯზე, რომლებსაც ავტომობილები იპოთეკური თუ სალომბარდე კრედიტებით აქვთ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა კომპანიების კრიმინალური გარიგების შედეგად უკვე  30-50 000 დოლარზე მეტი დაკარგა.

 

“ჯორჯიან თაიმსი“ ზოგიერთ დაზარალებულ კლიენტს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი, ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ ,,ფორვარდერს“ ავტომობილი ჯერ კიდევ  2 თვის წინ შეუკვეთა და  კარგა ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა.

 

  • ავტომობილთა ტრანსპორტირებისათვის დამატებით თანხას ამერიკული კომპანია გვთხოვს. მეუბნებიან, რომ ქართულ კომპანიას ტრანპორტირების თანხები ,,შეუჭამია.“ მეგონა, ფული ჩავრიცხე,  ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ ჩემი ავტომობილი ჯერ კიდევ „ატლანტიკის“ ამერიკის საწყობში დგას. ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ფორვარდერს“  250 000 დოლარი აქვს მათი ვალი და სანამ არ გადაიხდის,  მანქანას ვერ გამოგიგზავნითო. არიან კლიენტები, რომელთა მანანები საერთოდ დაკარგულია.  გავიგეთ, რომ ,,ფორვარდერის“ კრიმინალურ საქმიანობას ფინანსურ პოლიცია იძიებს, თუმცა სიტუაცია ძალიან გაუგებარია. ,,ფორვარდერი“ ამბობს, ამერიკელების ვალი არ გვაქვსო, ,,ატლანტიკ ექსპრესი“ კი - პირიქით.  მე 3 000 დოლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20-50 000 დოლარი აქვს გადარიცხული. ზოგს ამ ბიზნესში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები, მათი ფინანსური მაქინაციების გამო,  გამო, ხვალ ქუჩში აღმოჩნდებიან! - აცხადებს ლადო გურგენიძე.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ სხვა დაზარალებულებსაც დაუკავშირდა, რომელმაც, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს:

 

-კომპანიაში მივდივარ და დაკეტილია,  ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ყველა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას.  შუამდგომლები, რომელთა მეშვეობითც  შევისყიდეთ  მანქანები, ფინანსურ კრახამდე ორი თვით ადრე წავიდნენ  კომპანიიდან. პასუხის გამცემი არავინაა, დირექტორი კი გვემალება!..

 

-ორი მანქანა შევიძინე, ერთი დაახლოებით სამი თვის და მეორე - სამთვენახევრის წინ. ორივე დაახლოებით 5 000 დოლარამდე დაჯდა. როცა ვუკავშირდებოდი მპასუხობდნენ, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდათ და მალე ჩაიტვირთებოდა მანქანები.  ბოლოს გავიგე, რომ კომპანიას მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა.  თუ არ ვცდები, მათ დავალიანება ჰქონდათ ამერიკაში და მანქანები იმიტომ დაიტოვეს, რომ ამით თანხა გადაახდევინონ. ერთი ავტომობილი საქართველოშია შემოსული და ვერ გამომყავს მაგის გამო, რომ თანხაა ზედმეტად გადასახდელი, სადღაც 400-500 დოლარამდე,

 

კომპანიის დირექტორს ველოდები, ვესაუბრე და მითხრა, რომ  სარჩელი ,,ატლანტიკ ექსპრესზე“ პროკურატურაში შეიტანა. არ შეუძლიათ  მანქანები გააჩერონ ამერიკაშიო, მე სხვა ვალი მაქვს მაგათიო... ვერაფერი გავიგე, თუმცა მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან ეს მანქანები კლიენტებისთვის შევიძინე. ისინი კი ან თანხას მთხოვენ, ან - მანქანებს.“- აცხადებს ჩვენთან საუბარში დაზარალებული.

 

-კარგა ხანია დაზარალებულები დამნაშავეს ვეძებთ. ოფიციალურ პასუხს არც პროკურატურა გვაძლევს და არც კომპანიები. ყველა ისე ვაგროვებთ ინფორმაციას, როგორც შეგვიძლია. ამ ძიება-ძიებაში ერთ დასკვნამდე მივედით: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ გარიგებულები არიან კლიენტების ხარჯზე და ჩვენგან წაგლეჯილ ფულს შუაზე იყოფენ. სხვა დასკვნის გამოტანა ძნელია. თუ ეს ორი კომპანია ერთმანეთში ვერ შეთანხმდა და ბიზნესში პრობლემები გაუჩნდათ, რა შუაშია კლიენტები, რომლებსაც ავტომანქანის შესაძენი ფული კეთილსინდისიერად ჰქონდათ გადახდილი? - კითხულიბს ,,ჯორჯიან თაიმსთნ“ საუბრისას კიდევ ერთი დაზარალებული.

 

- ამდენი კლიენტის დაზარალება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: ეს არის ,,ფორვარდერის“ და ,,ატლანტიკ ექსპრესის“ ძალზე კარგად გააზრებული და დახვეწილი სქემა, რომლის მიხედვითაც ზარალდება მხოლოდ უდანაშაულო კლიენტი, მოგებას კი, სრულიად უკანონო გზით იღებენ კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ამ მექანიზმის მომფიქრებელი კომპანიის ხელმძღვანელები ისხდნენ ციხეში უკანონოდ გამდიდრების მუხლით, ისინი დღემდე გადასარევად გრძნობენ თავს და აგრძელებენ კლიენტთა გაკოტრებას. როგორც ქართული ,,ფორვარდერის“, ისე ამერიკული ,,ამერიკან ექსპრესის“ (იგივე „ატლანტიკ ექსპრესი“) საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ სამართლდამცავი ორგანოები საქართველოშიც და ამერიკაშიც. ამას მოვითხოვთ ორივე კომპანიისგან დაზარალებული უამრავი კლიენტი.

 

 „ჯორჯიან თაიმის“ შეეცადა კომპანია "ფორვარდერს“ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით კომპანია “ატლანტიკ ექსპრესს“. დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვიძიეთ კომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი, თუმცა, არ გვიპასუხა. ბოლოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ვთხოვეთ ,,ჯორჯიან თიმსისთვის“ განემარტა, როგორ აპირებდნენ კომპანიები შემნილი პრობლემების გადაჭრას:

 

-ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც ჭორებს ავყვები. ნებისმიერი კითხვით მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, კონკრეტულად კი - ფინანსურ პოლიციას.

 

დღეისათვის კომპანია ,,ფორვარდერის“ ოფისი დაკეტილია. სასოწარკვეთილ ბიზნესმენებსა და კლიენტებს ვერც კომპანიაში და ვერ ფინანსურ პოლიციაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ სცემთ, როდის დაუბრუნდებათ, ან დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე ნაყიდი მანქანები ან გადახდილი ფული.

 

(R)