9 °C თბილისი, საქართველო | 2019-01-24  
16:35:47

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია დასრულდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში,   ზემო სამგორის სარწყავი სისტემის   რეაბილიტაცია  დაასრულა.

პროექტის ფარგლებში,  რკინაბეტონის 4 კმ  სიგრძის  ახალი არხი მოეწყო.  რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებელს და მასზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.  დამონტაჟდა წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები. 

სამუშაოები, რომელიც საირიგაციო სისტემას ჩაუტარდა,  უზრუნველყოფს  სოფელ სართიჭალაში დამატებით 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას.  

ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში,  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად,  რეგიონში დამატებით 23 475 ჰექტარია წყალუზრუნველყოფილი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 22 520 ჰექტარ  სავარგულზე გაუმჯობესდა.  

 

(NS)