4 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-17  
06:56:31

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.

"ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით: "ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო "ვენდიმ" ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". საქართველოში "ვენდის" არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, რადგან 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა".

 

 

(NS)