4 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-17  
07:48:53

უპრეცედენტო პრიზის „10 წელი 1000 ლარიანი ხელფასი PSP-სგან” იღბლიანი მფლობელი გამოვლინდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზი - 10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-ს გათამაშებაში ბათუმელმა დავით დუმბაძემ მოიგო.

4 ნოემბერს რუსთვი2-ს პირდაპირ ეთერში PSP -ს საიუბილეო რიგით მე-22 გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე  „დონა პალასში“,  25000 ლარი და 10 წლის მანძილზე PSP -სგან ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა. PSP-ს გათამაშება უკვე 10 წლისაა. PSP ლიდერი კომპანია, მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, კომფორტული მომსახურებასა და მუდმივად საინტერესო აქციებს სთავაზობს; ამასთან ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს და მარტივად ერთვება გათამაშებაში. 

„10 წლის მანძილზე ყოველ თვე 1000 ლარი PSP -სგან ბათუმელ დავით დუმბაძეს ჩაერიცხება. გარანტირებული სტაბილური შემოსავალი გამარჯვებულს უამრავ შესაძლებლობას უხსნის აიხდინოს ოცნებები, წამოიწყოს საკუთრი საქმე, განკარგოს თანხა 10 წლიანი პერსპექტივით, მთ უმეტეს, რომ ეს პირველი ხელფასია დავითის ცხოვრებაში. ამასთან აქტუალობას არ კარგავს პრიზი -25000 ლარი, რომელიც ბორჯომელმა ქეთევან სირაძემ მოიგო და გარემონტებული ბინა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში, ჩაშენებული სამზარეულოთი, მოწყობილი აბაზანით; ბინის იღბლიანი მფლობელი ქუთაისელი პედაგოგი ციალა ბრეგვაძეა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ პირადი ნივთების გადმოიტანოს და ხვალიდან თბილისში, საბურთალოზე ახალ ბინაში დამკვიდრდეს.

PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ჩვენ კვლავაც ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“, - აცხადებენ PSP-ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 10 იღბლიანი მფლობელი, 146 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

 

 

(R)