10 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-20  
13:30:16

„თიბისი ბანკმა“ და FMO-მ 103 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

By: Admin
2018-10-23 17:03:43
204

„თიბისი ბანკმა“ FMO-სთან 103 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას, მართავენ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ასევე ახალგაზრდა ფიზიკური პირების იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფას. FMO-ს მიერ ლარის რესურსების მობილიზება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით მოხდება.

როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაფინანსების მიღება ადგილობრივ ვალუტაში, მთლიანი ფინანსური სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის დაფინანსებას. 

„გვეამაყება, წარმატებული ურთიერთობის დამყარება  FMO -სთან, „თიბისი ბანკის“  გრძელვადიან პარტნიორთან. ჩვენს ურთიერთობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ 12 წლის მანძილზე FMO-მ 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობით დააფინანსა მცირე და საშუალო ბიზნესები ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული და სუბორდინირებული სესხის სახით. დაფინანსების მიღება ადგილობრივ ვალუტაში უკიდურესად მნიშვნელოვანია მთლიანი ფინანსური სექტორისთვის, რადგან ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ ისეთი სესხები, რომლებიც  სულ უფრო და უფრო მოთხოვნადია კლიენტების მხრიდან. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს „თიბისი ბანკის“ პოზიციის გაძლიერებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის დაფინანსების თვალსაზრისით. ეს ტრანზაქცია  მეტყველებს ორივე ინსტიტუტის მზაობაზე, განაგრძონ თანამშრომლობა  და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ ნაყოფიერი და თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

FMO-ს გენერალური დირექტორის, პიტერ ვან მიერლოს თქმით, ეს ტრანზაქცია „თიბისი ბანკს“ საშუალებას მისცემს შეამციროს უთანასწორობის მასშტაბები და  ფინანსურ ჩართულობას ხელი შეუწყოს.

„FMO-ს ეამაყება, რომ აგრძელებს გრძელვადიანი და წარმატებულ ურთიერთობებს „თიბისი ბანკთან“ საქართველოში. ეს ახალი ტრანზაქცია „თიბისი ბანკს“ საშუალებას მისცემს შეამციროს უთანასწორობის მასშტაბები და ხელი შეუწყოს  ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით, ახალბედა მეწარმეების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური მომსახურებები. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაში“, - აღნიშნა პიტერ ვან მიერლომ.

FMO (ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია) ხელს უწყობს კერძო სექტორად  მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებას ბაზრებზე და ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ორმხრივი ბანკია, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსებაზეა ორიენტირებული. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.fmo.nl.

 

 

(R)