10 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-20  
13:30:20

დოლარი 2.6855 ლარი ღირს

By: Admin
2018-10-17 10:01:58
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 2-2 თეთრით გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6855 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ფასი 2.6664 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა დღეს, 3.1095 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0925 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0170 ლარი შეადგინა.