4 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-17  
07:33:36

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად; დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის";  მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ";  ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფიგანვითარება, კეთილდღეობა" შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პროექტის „ძირითადი პარამეტრებისშემუშავებისას გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპები, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას,საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებშიაღებული ვალდებულებების შესრულებამ შესაძლებლობა მოგვცა სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოგვეზიდამნიშვნელოვანი რესურსები, რომელთა ათვისება გათვალისწინებულია ჩვენს საშუალო ვადიან ბიუჯეტში და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში", -განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში დამომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები. 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცასტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორმა 4,8%. 6 თვის მონაცემების მიხედვითეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 5,4%-ს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. მისი განცხადებით მისიის წარმომადგენლებთან ერთად გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, რის შემდგომაც ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წელს გაზარდა 5,5%-მდე, ხოლო 2019 წლისთვის 4,8%-ით განსაზღვრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვარაუდით, 2018 წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება,შესაბამისად, განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს. 2018 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2019 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 24,8%-ია დანომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს. მისივე ინფორმაციით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარითგანისაზღვრა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 239.5 მლნ ლარით დაშეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%).

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 23.7 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 485.0 მლნ ლარი,2018 წელთან შედარებით,საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში (დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების გამოკლებით) გაზრდილია 123,3 მლნ ლარის ოდენობით. სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 738.6 მლნ ლარამდე; პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 48.7 მლნ ლარამდე; უმაღლესი განათლებისდასაფინანსებლად - 168.8 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის - 65.5 მლნ ლარი; ინკლუზიური განათლების პროგრამის დასაფინანსებლად - 17.7 მლნლარზე მეტი; სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 138.7 მლნ ლარზე მეტი; ინკლუზიური განათლების დასაფინანსებლად - 17.7 მლნ ლარი; კულტურისგანვითარების ხელშეწყობისთვის - 63.6 მლნ ლარზე მეტი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფისთვის - 21.0 მლნ ლარზე მეტი; მასობრივი და მაღალიმიღწევების სპორტის განვითარების და პოპულარიზაციის დასაფინანსებლად - 109.2 მლნ ლარი;  ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის - 5.4 მლნ ლარი; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 20.6 მლნ ლარი, მათ შორის, 13,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია 2019 წლისგანმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოებისთვის.

„ბიუჯეტის განხილვების პროცესში გაგრძელდება კონსულტაციები როგორც მთავრობის სტრუქტურებს შორის, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, მათ შორის, გაიწერებაგანათლების რეფორმის ფარგლებში 2019-2022 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეულიკორექტირებები", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენადი მარგველაშვილის შეფასებით, მისასალმებელია რომ 50%-ით იზრდება სკოლების ინფრასტრუქტურების, პროფესიული განათლების დაფინანსება. კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სპეცპედაგოგებისთვის 4, 5 მლნ ლარის დამატების გათვალისწინებისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური კულტურის მიმართულებაზე, რომლის განვითარებასაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს. მარიამ ჯაშმა ისაუბრა, ასევე, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისთვის საჭირო დაფინანსებაზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით,  კომიტეტი მხარს არ დაუჭერს ბიუჯეტის პროექტს, თუ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და ნარკოდამოკიდებულების პრევენციის მიმართულებით ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ იქნება გათვალისწინებული. მისივე თქმით, c ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა დანაშაულის ტოლფასი იქნება. „ეს არის 200 000 ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის 15 წელიწადს ვუმატებთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ისაუბრა სასწრაფო დახმარებების  პერსონალის ხელფასების, დიალიზის პროგრამის, რეფერალური მომსახურების დაფინანსების გაზრდის შესახებ.

არსებული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.