9 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
08:00:18

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

By: Admin
2018-10-12 17:37:09
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6296 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.6262 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ, 3.0430 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0199 ლარს შეადგენას. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0231 ლარი შეადგინა.