2 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-11  
03:47:37

„ელიტ ელექტრონიქსში“ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„ელიტ ელექტრონიქსმა“ სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს ნომერ პირველ გერმანულ ბრენდ nobilia-სთან, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-სბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი.

 „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორის, ლადო ჯობავას განცხადებით, წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.

„როგორც ცნობილია, „ელიტ ელექტრონიქსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, კომპანიამ ფაქტობრივად განიცადა ტრანსფორმაცია, შევცვალეთ კონცეფცია მაღაზიების, რომ ბევრად უფრო კომფორტული გამხდარიყო ჩვენი მომხმარებლისთვის შესყიდვების პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებას, ახალი გამოწვევა არის ჩვენთვის ავეჯის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობა და ვიმედოვნებთ, რომ  ვიქნებით წარმატებულები. შევარჩიეთ ისეთი ძლიერი მომწოდებელი, როგორიც არის nobilia, გერმანული კომპანია. რომელიც ასოცირდება ხარისხთან, სანდოობასთან, პირველ ეტაპზე ჩვენ გავხსენით თბილისსა და ბათუმში, რა თქმა უნდა, შემდეგ პერიოდებში გვაქვს გაფართოების გეგმა, თბილისში და ასევე სხვა ქალაქებში. ეს დამოკიდებულია, თვითონ ბიზნესის განვითარებაზე, კარგი საწყისი გვაქვს და იმედია ამ ტემპს შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ლადო ჯობავამ.

„ელიტ ელექტრონიქსის“ ინტერიერის დიზაინები მომხმარებელს მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში დაეხმარებიან. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა წინასწარი შეკვეთით იქნება შესაძლებელი.

nobilia გერმანული კომპანიაა, რომელიც 70 წელზე მეტია უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს აწარმოებს და ევროპაში ლიდერ ბრენდად არის აღიარებული. nobilia-ს პროდუქცია, როგორც დიზაინით, ასევე წარმოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით. კომპანიის პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვლევის მიხედვით,  გერმანიაში, ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მასალებით მზადდება. ხარისხის, წარმოებისა და დიზაინის სფეროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს ხარისხის მართვის სერტიფიკატები.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი, ასევე ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთად შეარჩიოს სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯი, საკუთარი სურვილის მიხედვით და შექმნას უნიკალური დიზაინის სამზარეულო, რომელიც იდეალურად იქნება მის მოთხოვნებს მორგებული. რაც მთავარია, ყველა დიზაინი შეიქმნება და არ განმეორდება. 

 

 

(R)