9 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
07:56:30

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის ფასადი დააზიანეს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის ფასადის დააზიანეს.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს საგამოძიებო სამუშაოებს.

"დღეს, 8 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი.

აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

(NS)