2 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-11  
04:12:07

სადაზღვევო კომპანიები და ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

By: Admin
2018-10-02 17:05:07
204

სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

როგორც სადაზღვეო ჯგუფის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მორჩიბაძემ განაცხადა,  „დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა. 

„ჩვენი დამფუძნებლები არიან, როგორც  სადაზღვეო კომპანიები, ასევე სადაზღვეო ბროკერები, მნიშვნელოვანია შეიქმნას კიდევ ერთი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელი იქნება, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, ასევე ექსპერტული ჩართულობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  ბოლო 10 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სავალდებულო დაზღვევის კუთხით, ასევე საზღვრებზე სავალდებულო ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაკისრებით, იგიგმება უკვე ქვეყნის შიგნით ამის დაგეგმვა, შესაბამისად, ძალიან დიდი გამოწვევები არის, კონკურენტული გარემოს შექმნის თვალსაზრისით, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ მომხმარებელი იყოს ყველაზე მეტად კმაყოფილი და დაზღვევის კულტურა კიდევ უფრო გაიზარდოს. შესაბამისად, სწორედ კონკურენტული მიმართულებების გაჯანსაღების კუთხით იმუშავებს ჩვენი სადაზღვეო კავშირი“, - განაცხადა არჩილ მორჩიბაძემ.

კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო და მნიშვნელოვნად ამოავსებს იმ ნიშას, რაც დღეს გვაქვს სექტორის ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. კავშირი არ მოიაზრება სადაზღვევო ასოციაციის ალტერნატივად. 

დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღვევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში; ბროკერების ჩართულობა, როგორც მომხმარებლის წარმომადგენლისა და უფლებების დამცველის პოზიციიდან გამოდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის წარმატებული საქმიანობისთვის.

„პე-ეს-პე“ დაზღვევის გენრალური დირექტორის, სოფიო ლებანიძის განმარტებით, დაზღვევის კავშირის წევრი ორგანიზაციებისთვის დაზღვევა საქმიანობის ძირითადი სფეროა, რაც გარანტია იმისა, რომ კავშირის მიზნები სრულად მოემსახურება ინდუსტრიის ინტერესებს. 

„პე-ეს-პე დაზღვევა ასოციაციის წევრი კომპანია არ არის,შესაბამისად, შევუერთდით ინიციატივას, რომ შეიქმნას დაზღვევის კავშირი, რომელიც გააერთიანებს არამხოლოდ სადაზღვეო კომპანიებს, არამედ დაზღვევის სფეროში მომუშავე ბროკერებს. რაც ყველაზე მთავარია, ამოცანა არის მნიშვნელოვანი, რომელი ამოცანის გარშემოც შეიკრიბა  სადაზღვეო კომპანიები და ბროკერები, ჩამოყალიბდა დაზღვევის კავშირი, აუცილებელია, ჩვენ გამოვიყენოთ ეფექტური კომუნიკაციის სახეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან წარვადგინეთ მნიშვნელოვანი წინადადებები და დაზღვევის განვითარებას ჩვენ ვუყურებთ იმ მასშტაბით და იმ ფორმით, რომ  ამ წინადადებები ფარგლებში ჩვენ უნდა განვავითაროთ დაზღვევა, რა თქმა უნდა, ჯანსაღ კონკურენციაზე დაყრდნობით და რაც მნიშვნელოვან ეფექტს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოეყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. დაზღვევა უნდა გახდეს პოპულარული, ყველასათვის ხელმისაწვდომი. სადაზღვევო ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში მიმზიდველ და რენტაბელურ დარგად უნდა იქცეს, ეს არის კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანი, რისთვისაც კავშირი უახლოეს მომავალში კონკრეტულ პროექტებს და ინიციატივებს გააცნობს საზოგადოებას“, - აღნიშნა სოფიო ლებანიძემ.

 

(R)