10 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
08:30:12

„ხალიკ ბანკსა“ და „UnionPay International“-ს შორის ბიზნესის გაფართოების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

თბილისში ევრაზიის რეგიონალური საბჭოს „UnionPay International“-ის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დამსწრე კავკასიისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტმა საბანკო და სახელმწოფო ორგანოს წარმომადგენლებმა, განიხილეს და მოიწონეს რიგი საკითხებისა ისეთ თემებზე, როგორიცაა გლობალური მასშტაბით გადახდების კუთხით თანამშრომლობის  გაღრმავება და ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვა.   

შეხვედრას ყაზახეთის „ხალიკ ბანკი“-ს გამგეობის თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა უძღვებოდა. მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; „UnionPay International“-ის გენერალური დირექტორი ცაი ცზიანბო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი.

შეხვედრის ფარგლებში, მასპინძელ მხარეს, „UnionPay International“ -სა და  საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთისა და რუსეთის რამდენიმე წამყვან საბანკო დაწესებულებასთან ბიზნესის გაფართოების შესახებ ურთიერთშეთანხმება გაფორმდა.

სტუმრებმა და მრჩეველებმა მოისმინეს სპეციალური ანგარიშები, ისეთები როგორიცაა: „2018 წლის ბიზნესის მიმოხილვა“, „UPI Global and Regional Business Update“,  „ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“-ს ინოვაციური გადაწყვეტილებები რეგიონში“ ასევე მიმოიხილეს ინოვაციური მარკეტინგული გადაწყვეტილებების და ინსტრუმენტების დანერგვა. ევრაზიის რეგიონში საგადახდო ინდუსტრიის განვითარების, UnionPay  ბარათების ბიზნესის ლოკალიზაციის/განვითრების და საგადახადო კუთხით ინოვაციების  დანერგვის შესახებ მოსაზრებები და იდეები  ერთმანეთს გაუზიარა ისეთმა საპარტნიორო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  როგორიცაა: რუსეთის ეროვნული საგადახდო საბჭო, ბანკთაშორისი გადახდის სისტემა „UZKART“, „Huawei Technologies“ და სხვა. 

პარტნიორებმა საფუძვლიანად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს „UnionPay International“-ი გადახდების მსოფლიო ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებზე და თუ როგორ შეიმუშავებს ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებებს, ასევე განიხილეს საბანკო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადბები წევრობისა და ბიზნესის შემდგომი გაფართოების შესახებ.

„UnionPay International“-ი გააგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“-ს ქვეყნებში ადგილობრივ საბანკო და საგადახდო დაწესებულებებთან, გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და დააჩქარებს ბიზნესის ლოკალიზებას. ამავდროულად, საგადახდო სისტემა აქტიურად წამოწევს წინა პლანზე ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს,  როგორიცაა მობილური პროდუქტები საერთაშორისო მარკეტინგული პლათფორმებისთვის“, - აღნიშნა ძი იანჩიმ.

 „UnionPay International“-ის საბარათზე ბიზნესის ევრაზიის ბაზარზე განვითარების აქსელერაციის და რეგიონში ძირითად დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, „UnionPay International“-მაევრაზიის რეგიონალური საბჭოს რიგით მესამე ყოველწლიური კრება ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდა 20 წამყვანი ინსტიტუტი რვა ქვეყნიდან, კერძოდ საქართველოდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან,   უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. საბჭოს თავმჯდომარემ -  უმუტ შაიახმეტოვამ, ევრაზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „Halyk Bank Kazakhstan“-ის გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა 2018 წლის დეტალური რეგიონალური ბიზნეს-მიმოხილვა.

დღეის მდგომარეობით, UnionPay ბარათები მიიღება 170-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში, 51 მლნ-ზე მეტ სავაჭრო წერტილში და 2,57 მლნ-ზე მეტ ბანკომატში. მთელ მსოფლიოში შვიდ მილიარდზე მეტი ბარათია გამოშვებული. „UnionPay International“-ი რეგიონის 10 ქვეყანაში  აქტიურად მუშაობს ბარათების მფლობელთა რაოდენობის ზრდაზე/ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.unionpayintl.com.

 

 

(R)