5 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-14  
00:04:22

რომან კაკულია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა

By: Admin
2018-09-25 16:38:46
204

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზეისაუბრეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და მსოფლიო ბანკის სამხრეთკავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მერსი ტემბონმა ისაუბრა 20192022 წლებში მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებისა და ხედვებისშესახებ. შეხვედრაზე გააანალიზეს ქვეყნის განვითარების პროცესში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

„მსოფლიო ბანკს აქვს  ძირითადი გამოწვევების განსაზღვრის ძალიან მკაფიო სისტემა, როგორც ქვეყნის დონეზე ასევე რეგიონული მასშტაბით. აქედან გამომდინარე თავიანთი პროგრამების და ინტერვენციების დაგეგმვისას ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ განათლებისპროგრამების მნიშვნელობაზე, როგორც მთავარ საფუძველზე, რომ კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა გაიზარდოს. მათი მოსაზრებით ეს არისჩვენი ქვეყნის  მთავარი გამოწვევა, რათა სამომავლოდ საქართველომ ეკონომიკური განვითარების სასურველ მოდელსა და დონეს მიაღწიოს", -განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე, ითქვა, რომ შეირჩევა კონკრეტული რეგიონი ან რეგიონები, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროსთან ერთად გაანალიზდება და განისაზღვრება ამ რეგიონების განვითარების პრიორიტეტები, მათი შესაბამისობა  მსოფლიო ბანკისმიერ პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემებთან. ამის შემდეგ მოხდება მათთვის კონკრეტული სამთავრობო პროგრამების განსაზღვრა,რომლებიც იქნება კოორდინირებული სხვადასხვა დონორებთან.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით,  ამის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიობანკს  და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის წინსვლისათვის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ოზან სევიმლი, სამხრეთ კავკასიაშიპროგრამების ხელმძღვანელები ჟენევიევ ბოიღო,  სარა მაიკლი და ლირე ერსადო. საგარეო და კორპორატიული ურთიერთობების სამსახურისხელმძღვანელი ინგა პაიჭაძე.  პარლამენტის წევრები ბექა ნაცვლიშვილი და ისკო დასენი.