12 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
09:10:31

ისნის რაიონში მცხოვრებ 25 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

By: Admin
2018-09-18 15:34:21
204

ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N133 ა-სა და სამგორის ქუჩა N16-ში მცხოვრებ 25 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. 

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ თითოეულ მესაკუთრეს პირადად გადასცა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისნის რაიონში, საცხოვრებელი ფართები ჯამში, 76 ოჯახს დაუკანონდა, მათ შორის, ყვარლის ქუჩაზე, ყვარლის შესახვევსა და უშაკოვის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.  

 

 

(NS)