10 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
08:24:37

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6158 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6017 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0141 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ, 3.0309 ლარად შეგეძლებათ, დღეს კი, მისი ფასი 3.0138 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0171 ლარი შეადგინა.