2 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-11  
03:47:53

ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

თიბისი ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად  დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები  იწყება.

ტყის აღდგენის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 13 სექტემბერს, 12:00 საათზე თიბისი ბანკს და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება. 

თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკი 2017 წელს  ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად  აღადგენს და ტერიტორიაზე  2018 წლის ბოლომდე 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება.