9 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
07:56:35

დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები მფლობელებს 2027 წლიდან ჩამოერთმევათ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

მთავრობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესის ამსახველი კანონმდებლობის დახვეწას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

ოგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება, თუმცა, მათზე მოსარგებლეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის გამო მიწის რეფორმის ფარგლებშიც ვერ ხდება.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით ფართოვდება როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება და ჩნდება მოსარგებლეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ახალი სამართლებრივი საფუძვლები.

როგორც კანონპროექტშია  აღნიშნული, ცვლილებით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა აღიარების რეგულაციები იმოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღიარების შესაძლებლობა გაუქმდება.