3 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-11  
05:02:06

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

By: Admin
2018-09-06 18:40:27
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6202 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6165 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ, 3.0478 ლარად შეგეძლებათ, დღეს კი, მისი ფასი 3.0323 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0155 ლარი შეადგინა.