S’Oliver-ის, Comma-ს და Erima-ს, ბრენდების შემდეგ ქუთაისში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა MGMTEX-ი სექტემბრიდან M&S-სა და H&M-ის ტრენდული კოლექციის შეკერვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქცია 100%-ით ექსპორტზე გავა, კერძოდ, ინგლისსა და გერმანიაში.
საწარმო ექსპორტზეა ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს. კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტიურლი კომპონენტის ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.
MGMTEX-ი არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. ქუთაისის ქარხანაში კი ამ დროისთვის იკერება S’Oliver-ის, Comma-ს, Erima-ს, Umbro-ს და Second Female-ს ბრენდის კოლექცია, უკვე სექტემბრიდან კი MGMTEX-ი M&S-სა და H&M-ის ტრენდული კოლექციის წარმოებას დაიწყებს.
კომპანია ემჯიემტექსში უმსხვილესი გერმანული ტანსაცმლის კომპანიის S'Oliver-ის ყველაზე მაღალი ხარისხის ბრენდი Comma,-ს ტანსაცმელის შეკერვა 14 აგვისტოდან დაიწყო.