16 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-23  
08:23:23

„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული:

"საქართველოში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ენერგოპროსთან, პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტოენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

 

(R)