20 °C თბილისი, საქართველო | 2018-08-20  
05:12:40

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ზურან წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება" გაიხსნა.

ეს გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიცია აერთიანებს 2015 – 2018 წლებში შექმნილ 17 ნამუშევარს. მხატვარი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა.

სანდრო დალაქიშვილის გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება"  9 ივნისამდე გრძელდება.

ცნობისთვის, ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

 

 

(R)