23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
03:12:19

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს

By: Admin
2018-05-28 17:07:17
204

15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება.

სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს.

მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს - სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც.

 

 

(R)