23 °C თბილისი, საქართველო | 2018-06-22  
01:54:48

ლარი ევროსთან გამყარდა, დოლართან კი, ისევ გაუფასურდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4491 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4365 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ, 2.8711 ლარი იქნება, დღემდე, მისი შეძენა 2.8641 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0158 ლარი შეადგინა.