17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
06:10:49

ბათუმიდან „ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება

By: Admin
2018-05-17 14:31:24
204

ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა 19 მაისს, საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს. საგარეუბნო მატარებელი (№6305/6306) ბათუმი-ურეკი იმოძრავებს შემდეგი გრაფიკით: ერთ წუთიანი გაჩერება ყველა მოქმედ ბაქანზე (მახინჯაური, ჩაქვი, ქობულეთი, ოჩხამური, ნატანები, ურეკი) ორივე მიმართულებით, ხოლო სამ წუთიანი გაჩერება ,,ბლექ სი არენას“ ბაქანზე ორივე მიმართულებით. 

მატარებლის დანიშვნის გამო: 19 მაისს, მატარებელი (№613) ბათუმი-ოზურგეთს ერთი რეისით ეცვლება მოძრაობის განრიგი შემდეგნაირად: ბათუმიდან გამოვა 18:50 (ნაცვლად 18:05); მახინჯაურში იქნება 18:55;18:57; ჩაქვი 19:10,19:15; ქობულეთი 19:30; 19:32; ოჩხამური 19:42;19:43; ნატანები 19:53; 19:55; ოზურგეთი 20:55. ბაქნებზე გაჩერებები შენარჩუნებული აქვთ უცვლელად.

"ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებითი რეისის გამო, ინიშნება მატარებელი (#5402/5401) ქუთაისი-ბათუმი. ქუთაისი I-დან, 19 მაისს გავა 12:55; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ბათუმამდე. ბათუმიდან უკან დაბრუნდება 20 მაისს 1:30; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ქუთაისი  I-მდე.

 

(R)