15 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-23  
08:09:37

დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვედა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ავსტრიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკაში, ვაჭრობაში, ინოვაციებში, პროფესიულ განათლებაში და სხვ.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც B2B ფორმატით ჩატარდა. ფორუმს 26 მსხვილი ავსტრიული და 100-ზე მეტი ქართული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები,  მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ.

თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი ავსტრიაში ბიზნეს ფორუმის ჩასატარებლად მიიწვია.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. 

 

(NS)