15 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-23  
08:09:29

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-03 17:36:27
204

2018 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.9 მლნ აშშ დოლარი (300.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.1 პროცენტით (18.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, 2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.5 მლნ აშშ დოლარისა (37.6 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.