24 °C თბილისი, საქართველო | 2018-08-21  
15:35:18

ლარი გამყარებას განაგრძობს

By: Admin
2018-05-15 19:09:11
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4344 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4434 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება ხვალ, 2.9016 ლარი იქნება, დღემდე, მისი შეძენა 2.9277 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0261 ლარი შეადგინა.