31 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
16:04:45

ბახტაძე: ჩვენი მოსახლეობა ყველაზე კარგად აცნობიერებს იმ პრობლემის არსს და მასშტაბებს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ჩვენი მოსახლეობა ყველაზე კარგად აცნობიერებს იმ პრობლემის არსს და მასშტაბებს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაანონსებულმა ინიციატივებმა გამოიწვია ძალიან ჯანსაღი დისკუსია საზოგადოებაში.

„აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილი იყო და არის, რომ მივსულიყავი პარლამენტში, რათა გვესაუბრა იმ ახალი თამაშის წესებზე, რომელმაც პრობლემა უნდა მოაგვაროს და სადაც ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, თუ ვინაა საქართველოში ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისა და სიღარიბის დამარცხების  მომხარე და ვინაა ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ასეთი ტიპის შეხვედრა აუცილებლად შედგება. სამწუხაროდ, გასულ კვირას, ოპოზიცია ვერ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ მასშტაბურ დისკუსიაზე და მსჯელობაზე, ეს უნდა ხორციელდებოდეს მთელ პარლამენტთან და არა მხოლოდ  უმრავლესობასთან.  აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დავბრუნდები და იმედია, ოპოზიციას ექნება ამის სურვილი და საშუალება, ასეთი დისკუსია აუცილებლად შედგება," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)