23 °C თბილისი, საქართველო | 2018-06-25  
09:46:26

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფრენის დარბაზში მიმდინარეობს დამატებითი სარეგისტრაციო დახლების მოწყობა. ასევე ემატება საპასპორტო კონტროლის ჯიხურები, როგორც გაფრენის ისე მოფრენის დარბაზებში.

დასკვნით ფაზაშია აეროდრომზე ავიახომალდების სადგომების გაფართოების სამუშაოებიც, რის შემდეგაც აეროპორტი ერთდროულად 10 სხვადასხვა ტიპის ავიახომლადს მოემსახურება.

“ტავ ჯორჯია “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 

“TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

 

(NS)