24 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-20  
16:38:55

„საქართველოს რკინიგზა“ - 12 აპრილს, ახალი ლიანდაგის გადართვითი სამუშაოების გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო დეპარტამენტი ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 12 აპრილს, თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი და ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლები მსვლელობიდან მოიხსნება.

„ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხისას, რკინა-ბეტონის შპალები ჩაანაცვლებს. 2018 წლის 12 აპრილს, სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი „ფანჯრის“ გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით. ასევე ორივე მიმართულებით მსვლელობიდან მოიხსნება ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

(R)