6 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-16  
09:32:26

ფინანსთა მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე  შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის დინამიკა, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომელიც შვედეთს შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა,  განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.

 

(NS)