6 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-16  
09:08:38

აგრარულ საკითხთა კომიტეტი დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.