24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:17:48

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და თიბისი ბანკის ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა შედგა თემაზე - „საბანკო გარანტიები და პრაქტიკა".

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ეგუტიამ საბანკო გარანტიების არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მან დამსწრე აუდიტორიას გააცნო თიბისი ბანკის მიდგომები, რომლებიც შემუშავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. მოხსენების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აღნიშნული თემა დისკუსიის რეჟიმში განეხილათ.

შეხვედრას  სახელმწიფო და კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები, საფინანსო ინსტიტუტებისა და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები.

 

(R)